ლექცია N1
|
|
nuka_black | Date: პარასკევი, 2011-07-15, 0:43 AM | Message # 1 |
 შელოცვ.პრფ სლიზერინის ლიდერი
Group: New group
Messages: 271
Reputation: 4
Status: ჯადოქარი გასულია
| გამარჯობათ ბავშვებო. ჩვენი დღევანდელი გაკვეთილია შელოცვა ვინგარდიუმ ლევიოსა. ეს შლოცვა ნებისმიერ საგანს სწევს მაღლა (ჰაერში) (სურათს ვერ ვდებ თორემ განახებდით)...
ხო. ჯოხი აიქნიეთ მარცხნიდან ნახევარრკალად და შემდეგ სწორი ხაზი ქვემოთკენ. მაჩვენეთ რა შგიძლიათ ეხლავე და შემდეგ ამ შლოცვაზე თემა დამიწერეთ. დადეთ ვიდეო ან ისეთი სურათ რომ ჩნდეს როგორ აკეთებთ ამ შელოცვას!
|
|
| |
Belatrix_Lestrange | Date: პარასკევი, 2011-07-15, 0:53 AM | Message # 2 |
 პირველ კურსელი
Group: სლიზერინის მოსწავლე
Messages: 10
Reputation: 0
Status: ჯადოქარი გასულია
| ვინგარდიუმ ლევიოსა-მარტივი შელოცვების კატეგორიისაა. თავად სიტყვები ლათინური და ინგლისური სიტყვების ნაერთია და მთლიანობაში ლევიტაციის შელოცვას წარმოადგენს. wing-ინგ. ფრთას, levis კი ლათ. მსუბუქს ნიშნავს, აქედან შეგვიძლია შელოცვის მიახლოებითი შინაარსი განვსაზღვროთ როგორც "მსუბუქ ფრენასთან" დაკავშირებული შელოცვა. თავისთავად ცხადია რომ საუბარი საგნების ფრენაზეა.ამ შელოცვით შეძლებთ ნივთი ააფრინოთ ჰაერში, ის მანამ ილივლივებს სანამ თქვენ მასზე იქნებით კონცენტრირებული.როგორც ვთქვი შელოცვა მარტივი კლასისაა, თუმცა არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ მხოლოდ სიტყვების დამახსოვრებით რამე გამოგვივა, რადგან ყურადღება უნდა მივაქციოთ შელოცვის წარმოთქმასა და ხელის მოძრაობას. ჯოხით ჰაერში უნდა შემოხაზოთ რკალი ასეთი სქემით:
სიტყვები უნდა წარმოთქვათ მკაფიოდ და გარკვევით ( რომ შემთხვევით მიწაზე არ აღმოჩნდეთ გაშოტილი და გულზე კამეჩი არ გედგეთ )ვინგ-არ-დი-უმ ლევ-ი-ო-სა "არ" გაგრძელებულად უნდა წარმოითქვას, "ო"-ზე კი მახვილია საჭირო.ეს შელოცვა საშუალო სიმძიმის, უსულო საგნებისთვის გამოდგება. შელოცვის გამოყენების დროს არამხოლოდ ხელის მოძრაობა და მისი წარმოთქმა უნდა გაითვალისწინოთ, არამედ წინასწარ უნდა გათვალოთ, თუ რა სიმაღლეზე გსურთ ნივთის წამოწევა, და რა სიახლოვეზე გსურთ რომ თქვენამდე მოვიდეს.თავდაპირველად შეგიძლიათ ბუმბულზე სცადოთ შელოცვის გამოყენება.
დამატებულია (2011-07-15, 0:53 Am) --------------------------------------------- [color=green]Belatrix_Lestrange
Message edited by Belatrix_Lestrange - პარასკევი, 2011-07-15, 0:54 AM |
|
| |
nuka_black | Date: პარასკევი, 2011-07-15, 0:57 AM | Message # 3 |
 შელოცვ.პრფ სლიზერინის ლიდერი
Group: New group
Messages: 271
Reputation: 4
Status: ჯადოქარი გასულია
| Belatrix_Lestrange
მაგარი გოგო ხარ! შენ სლიზერინს ასახელებ!
80 ქულა სლიზერინს!
|
|
| |
amo | Date: პარასკევი, 2011-07-15, 1:37 AM | Message # 4 |
 სლიზერინი
Group: სლიზერინის მოსწავლე
Messages: 12
Reputation: 0
Status: ჯადოქარი გასულია
| ეს არის ძალიან მარტივი შელოცვა რომელსაც ჰოგვორტსში მისვლისთანავე სწავლობენ მოსწავლეები თუმცა თავიდან ბევრს მაინც ა რ გამოსდის.. ის პირველ ცდაზე მხოლოდ ჰერმიონს გამოუვიდა და ამით თავიდანვე გამოავლინა თავისი ნიჭი.. ამ შელოცვის თქმის ვინგააა ა გრძლად უნდა წარმოვთქვათ.. ჰერმიონის წარმატებით დაბღვერილი რონი საკმაოდ გაბრაზებული ჩანდა თუმცა ჰერმიონის შენიშვნა გაითვალისწინა და ტროლთან ბრძოლის დროს ეს შელოცვა წარმატებით გამოიყენა თან ისევ ჰერმიონის გადასარჩენად.. ტროლის დიდი ხელჯოხი ჰაერში აფრინდა რამოდენიმე ტრიალი გააკეთა მერე დიდი სიწრაფით დაეშვა ისევ ქვევით და ტროლს პირდაპირ თავში მოხვდა.. ამან იმოქმედა, ტროლი შექანდა და ყელზე ჩამოკიდებულ ჰარისთან ერთად თავქვე გადაეშვა და იატაკს დაენარცხა.. რონი თავისმა ნამოქმედარმა იმდენად აღაბრთოვანა რომ 5 წუთის მანძილზე გაშეშებული აწეული ხელით და გამოშტერებული სახით იდგა.. ასევე მახსოვს ამ შელოცვის გამოყენების ერთი ფაქტიც. რონმა ეს შელოოცვა მცირე ზომის ტოტს გაუკეთა და შემდეგ ის საიდუმლო ადგილისკენ გაგზავნა რადგან ხეს ტოტების ტრიალი შეეწყვიტა..
|
|
| |
Hermi-ana | Date: პარასკევი, 2011-07-15, 8:40 AM | Message # 5 |
 პირველ კურსელი
Group: გრიფინდორის მოსწავლე
Messages: 16
Reputation: 0
Status: ჯადოქარი გასულია
| ვინგარდიუმ ლევიოსა შელოცვა ვინგარდიუმ ლევიოსა ახდენს საგნის ლევიტაცია, იგი საგანს ჰაერში წევს ეს შელოცვა აუცილებლად უნდა წარმოითქვას ნაზად და ლამაზად და არა უხეშად ასე ტუ არ მოვიქცევით შელოცვა არ იმოქმედებს ასევე ჯადოსნური ჯოხი ფრთხილად უნდა ვიხმაროთ რომ ჰაერში მყოფი საგანი არ ჩამოვარდეს ან რაიმეს არ დაეჟახოს ანდა საერთოდ არ გამოგვივიდეს შელოცვა. ჰარი პოტერში ეს შელოცვა პირველად პირველკურსზე შეგვხვდა როცა პროფესორი ფლივიტკი ბავშვებს ამ შელოცვას ასწავლიდა რონს არ გამოსდიოდა რადგან სიტყვას უხეშად და ულამაზოდ ამბობდა ასევე ჯოხსაც ცუდად იქნევდა ჰერმიონმა უტხრა რომ ნაზად და რბილად უნდა ეტQვა და აჩვენა როგორ აკეთებდა თვიტონ რონი გაბრაზდა ჰერმიონზე ტქვა იმტომ არ მეგობრობს მასთან არავინო. ჰერმიონმა ეს ყველაფერი გაიგონა ეწყინა და ტვალეტში გავარდა სატირლად იმ საღამოს ჰალოუნი იყო და ჰერმიონი არ კი გამოჩენილა უცებ პროფესორმა ქვირელმა ყველას უთხრა რომ ციხე-კოშკში ტროლი შემოპარულიყო ყველას შეეშინდა პრეფექტებმა ,,ცხვრები '' ოთახებში გარეკეს რონსა და ჰარის ჰერმიონა გაახსენდათ და მის საძებნელად წავიდნენ უცებ მათ ტვალეტში ტროლის ხმა გაიგეს და ამიტომ მაშინვე კარი ჩაუკეტეს მას მაგრამ იქ ტურმე ჰერმიონიც იყო ბიჭები შიგ შევარდნენ და ჰარი ტროლს შეახტა რონმა თქვა ვინგარდიუმ ლევიოსა და კომბალი რომელიც ტროლს ეჭირა და რომელიც ჰარისტვის უნდა დაერტყა მას მოხვდა და გაითიშა. აუუ სურათს ვერ ვდებ radikal.ru-დანვდებდი ხოლმე არ იდება! ტორემ იმდენი მოვნახე უუუფ!
Message edited by Hermi-ana - პარასკევი, 2011-07-15, 9:58 PM |
|
| |
nuka_black | Date: პარასკევი, 2011-07-15, 1:18 PM | Message # 6 |
 შელოცვ.პრფ სლიზერინის ლიდერი
Group: New group
Messages: 271
Reputation: 4
Status: ჯადოქარი გასულია
| amo,
75 ქულა სლიზერინს!
Hermi-ana,
80 ქულა გრიფინდორს!
|
|
| |
saba_55 | Date: პარასკევი, 2011-07-15, 6:45 PM | Message # 7 |
 Death Eater
Group: მოწვეული ჯადოქარი
Messages: 7
Reputation: 0
Status: ჯადოქარი გასულია
| ვინგარდიუმ ლევიოსა ლევიტაციის, სხვა სიტყვებით გრავიტაციის მოხსნის შელოცვაა რაიმე სხეულზე, ამ დროს საგნები ჰაერში იწყებენ ფრენას და ჩვენ მათი კონტროლი ჯადოსნური ჯოხის მეშვეობით შეგვიძლია. საგანს უნდა შეულოცო ვინ-გარ-დიუმ ლევიოსა. გარ-გრძლად და რბილად და ხელი უნდა აიქნიო ანაზდეულად და ნატიფად. ამ ფორმულის სწორად წარმოთქმა აუცილებელია, რადგან ერთ ასოსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთ ჯადოქარს შეეშალა და ს-ს მაგივრად ჩ წარმოთქვა, შედეგად კი ის მიიღო, რომ იატაკზე აღმოჩნდა გაშხლართული და ზედ კამეჩი ედგა.ზოგჯერ კი, თუ შელოცვა არ გამოგდის შესაძლოა იმ საგანს, რომელსაც ულოცავ ცეცხლი წაეკიდოს, ასე რომ ძალიან უნდა ვიფრთხილოთ. ჰარი პოტერში ეს შელოცვა პირველივე კურზე გამოჩნდა. ამ შელოცვით რონმა ტროლს თავში ჩასცხო თავისივე კეტი და "ნოკაუტში ჩააგდო"
Message edited by saba_55 - პარასკევი, 2011-07-15, 6:45 PM |
|
| |
nuka_black | Date: პარასკევი, 2011-07-15, 9:31 PM | Message # 8 |
 შელოცვ.პრფ სლიზერინის ლიდერი
Group: New group
Messages: 271
Reputation: 4
Status: ჯადოქარი გასულია
| saba_55
70 ქულა სლიზერინს!
|
|
| |
Tonks | Date: კვირა, 2011-07-24, 8:17 PM | Message # 9 |
 მეორე კურსელი
Group: გრიფინდორის მოსწავლე
Messages: 65
Reputation: 0
Status: ჯადოქარი გასულია
| ვინგარდიუმ ლევიოსა, არის შელოცვა რომელსაც შეუძლია ნივთების უწონადობაში გადაყვანა და აფრენა. ეს შელოცვა ჰოგვორტსში პირველ კურსზე ისწავლება. 31 ოქტომბერს შელოცვების გაკვეთილზე ციცქნა პროფესორმა ფლიტვიკმა გადაწყვიტა ბავშვებისთვის ეს შელოცვა აეხსნა. თვალსაჩინოებისათვის მან ნევილის გომბეშო „ტრევორი“ ჰაერში აწია და აქეთ-იქით ასეირნა, რათქმაუნდა ამის გაკეთება ყველას მოუნდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი უფრო რთულად აღმოჩნდა. საგნის ჰაერში ასაფრენად მარტო სიტყვები ვინგარდიუმ ლევიოსა არ კმაროდა, საჭირო იყო ასევე ხელის ანაზდეული და ნატიფი მოძრაობა. მოკლედ რომ ვთქვათ ამ შელოცვაში ხელი და ტვინი ერთნაირი დატვირთით მუშაობდა, სულაც არ იყო გასაკვირი, რომ პროფესორის მიერ დარიგებული ბუმბულებიდან ჰაერში აწევა მხოლოდ ჰერმიონ გრეინჯერმა მოახერხა.
http://s41.radikal.ru/i092/1103/cd/575853d5938a.jpg
მან რონს გაანდო კულუარული ინფორმაცია, რომ ჯადოსნური ფორმულის წარმოთქმა ასე იყო საჭირო: „ვინ-გარ-დიუმ ლევიოსა“ ანუ „გარ“ გრძლად და რბილად.
http://th02.deviantart.net/fs71/PRE/i/2010/360/1/e/__wingardium_leviosa___by_squirrelgirl15-d35p9z4.jpg
შეიძლება ეს უფრო საყოფაცხოვრებო შელოცვაა ვიდრე თავდასაცავი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური გამოდგა ტროლის წინააღმდეგ რომელიც სკოლაში ჰელოუინის დღესასწაულზე შემოუშვა პროფესორმა ქვირელმა. ჰერმიონის საძებნელად წასულ ჰარის და რონს, გოგოების საპირფარეშოში გიგანტური ტროლი დაუხვდათ რომელიც ყველაფერს ლეწავდა თავისი გიგანტური კომბალით. ბიჭები ჰერმიონის გადასარჩენათ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაებნენ ტროლთან მაგრამ ვერაფერს გახდნენ სანამ რონმა არ შეულოცა „ვინგარდიუმ“ ლევიოსა“ რის შედეგადაც ტროლს კომბალი ხელიდან გაუფრინდა და მთელი ძალით დაეთხლიშა თავზე : ) ასე გადაურჩნენ ჩვენი გმირები საშინელ სიკვდილს, ამ საოცარი შელოცვის დახმარებით.
http://www.edu365.cat/eso/muds/catala/lectures/harry/imatges/trol.gif http://25.media.tumblr.com/tumblr_lfwvvkA6El1qcyo00o1_500.gif
მეორე კურსზეც გამოიჩინა ამ შელოცვამ თავი, ძილის წამლით გაჟღენთილი შოკოლადის ნამცხვრები ჰარიმ ჰაერში ააფრინა რათა უკეთესად დაენახათ კრაბს და გოილს. ისინი ჰარის და რონს გათიშულები ჭირდებოდათ, რათა ამოეგლიჯათ ცოტაოდენი თმა მრავალწვნიანი სასმელისთვის. ეს შელოცვა მაღალ კურსებზეც გხვდება, მეხუთე კურსზე მაგალითად ჰარის შეხვდა ბუა-ს გამოცდაზე, ამავე წელს ჰარიმ გამოიყენა საიდუმლოებების დეპარტამენტში ტვინების წინააღმდეგ.
|
|
| |
nuka_black | Date: ორშაბათი, 2011-07-25, 1:11 AM | Message # 10 |
 შელოცვ.პრფ სლიზერინის ლიდერი
Group: New group
Messages: 271
Reputation: 4
Status: ჯადოქარი გასულია
| Tonks,
ყოჩაღ! გესირსათ გრიფინდოელებს შესანიშნავი მოსწავლე
100 ქულა გრიფინდორს!
|
|
| |
Tonks | Date: ორშაბათი, 2011-07-25, 2:14 PM | Message # 11 |
 მეორე კურსელი
Group: გრიფინდორის მოსწავლე
Messages: 65
Reputation: 0
Status: ჯადოქარი გასულია
| დიდი მადლობა პროფესორო!
|
|
| |
P_petegrew_fun_))) | Date: კვირა, 2011-09-18, 11:51 PM | Message # 12 |
 პირველ კურსელი
Group: გრიფინდორის მოსწავლე
Messages: 20
Reputation: 0
Status: ჯადოქარი გასულია
| ვინგარდიუმ-ლევიოსა: ეს შელოცვა ლევიტაციას აღნიშნავს - რაიმე საგნის ჰაერში აწევა. ეს არც ისე ადვილი შელოცვაა, მაგრამ არც ძალიან ძნელი. ვინგარდიუმ-ლევიოსა პირველად გვხვდება პირველ ნაწილში, როდესაც რონალდ ბილიუს უისლი გამოიყენებს ტროლის წინააღმდეგ (მას ეს შელოცვა არ გამოსდიოდა, მაგრამ მოინდომა და.......) ასევე გვხვდება მეორე ნაწილშიც, სადაც ჰარი და რონი ნამცხვრებს შეულოცავენ, რათა კრაბმა და გოილმა მიირთვან (რადგან დაეძინოთ გარკვეული ხანი და მათი თმების ღერები ჰ,რ და ჰერმიონს გამოეყენათ მრავალწვნიან სასმელისათვის)........
Message edited by P_petegrew_fun_))) - კვირა, 2011-09-18, 11:51 PM |
|
| |