mary_snape | Date: კვირა, 2011-10-30, 3:32 PM | Message # 2 |
 დამბლდორის არმია
Group: პროფესორი
Messages: 490
Reputation: 6
Status: ჯადოქარი გასულია
| ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა არის ბრიტანეთში, კერძოდ სკოტლანდიაში. სახელიდან გამომდინარე ჩანს, რომ სკოლაში მაგიას ასწავლიან. სკოლა დაარსდა დაახლოებით ათასი წლის წინ, იმ დროის ყველაზე ძლიერი ჯადოქრების მიერ, რომლებიც იქყვნენ, სალაზარ სლიზერინი, როენა რეივენქლო, გოდრიკ გრიფინდორი და ჰელგა ჰაფლეპაფი. ციხეკოშკი მდებარეობს მთებში, ტბის ახლოს. ზუსტი მდებარეობა უცნობია, რადგან სკოლა დაფარულია ძალიან ძლიერი შელოცვებით. ციხეკოშკის დამცველ შელოცვებში შედის აპარაციის აღმკვეთი შელოცვა და მაგლების საწინააღმდეგო შელოცვა, რომელიც აჩვენებს მაგლებს სასახლეს როგორც თითქმის ჩამონგრეულ შელოცვას ნიშნით "სახიფათოა". მაგლური ელექტრონული საგნები სკოლაში და მის ახლომახლო არ მუშაობენ, რადგან ჰაერში ზედმეტად ბევრი მაგია ტრიალებს. ჰოგვორტსის დევიზია: "Draco Dormiens Nunquam Titillandus", ანუ "არასოდეს უღიტინო მძინარე დრაკონს", ან "არასდროს გააღვიძო მძინარე დრაკონი". დაახლოებით 1000 სტუდენტი არის სკოლაში სასწავლო წლის ნებისმიერ დროს.
Read more: http://harrypotterwikia.webnode.com/products/%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E 1%83%98%E1%83%90/ Create your own website for free: http://www.webnode.com
სლიზერინი
სლიზერინის კლუბის დამაარსებელი იყო სალაზარ სლიზერინი. სლიზერინის კლუბში ძირითადად ხვდებიან წმინდასისხლიანი ჯადოქრები. სლიზერინი სტუდენტში აფასებდა ამბიციურობას, სიჭკვიანეს, ეშმაკობას, წესების არდამორჩილებას და რაღა თქმაუნდა წმინდასისხლიანობას. სლიზერინის კლუბის სიმბოლოა გველი, ფერები კი - მწვანე და ვერცხლისფერი. კლუბის საერთო ოთახია ჯურღმულებშI, მისი შესასვლელი კი ერთერთ გამოზნექილ კედელთანაა. 1992 წლის ბოლოს შესასვლელის პაროლი იყო "წმინდა სისხლი". ბევრს სჯეროდა, რომ სლიზერინის კლუბის სტუდენტები ხშირად ბნელ ძალებთან იყვნენ დაკავშირებულნი. სლიზერინის მოჩვენებაა სისხლიანი ბარონი. ცნობილი სტუდენტები: ტომ რიდლი (ლორდი ვოლდემორი), დრაკო მაფლოი, ლუციუს მალფოი, ბელატრისა ლესტრეინჯი, ვინსენტ კრაბი, გრეგორი გოილი, თეოდორ ნოტი, ნარცისა მალფოი, რეგულუს ბლექი, ჰორაციუს სლაგჰორნი, სევერუს სნეიპი, პენსი პარკინსონი, ბლექების საგვარეულოს უმეტესობა.
რეივენქლო
რეივენქლოს კლუბი დააარსა როენა რეივენქლომ. იგი აფასებდა ჭკუას, გონებამახვილობას და სიბრზნეს. კლუბის სიმბოლოა არწივი, ფერები კი - ლურჯი და ბრინჯაოსფერი. თუმცა ფილმებში კლუბის ფერებია ლურჯი და ვერცხლისფერი, სიმბოლო კი - ყორანი. კლუბის საერთო ოთახი კი ლურჯი და ოქროსფერია. რეივენქლოს საერთო ოთახი ყველაზე მაღალ კოშკშია. შესასვლელად, პაროლის ნაცვლად უნდა უპასუხო არწივის შეკითხვებს, მაგალითად: "სად მიდის დაკარგული საგნები?" ან "რომელი გაჩნდა პირველი: კვერცხი თუ ქათამი? (ინგლისურად ფენიქსი თუ ცეცხლია)". რეივენქლოს მოჩვენებაა ჰელენა რეივენქლო, ცნობილი როგორც რუხი ქალბატონი. ცნობილი სტუდენტები: ლუნა ლავგუდი, მტირალა მირტლი, ჩო ჩენგი, როჯერ დევისი, მაიკლ კორნერი, პადმა პეტილი, ტერი ბუტი და ფილიუს ფლიტვიკი.
გრიფინდორი
გრიფინდორის კლუბი დააარსა გოდრიკ გრიფინდორმა. იგი აფასებდა სიმამაცეს, გამბედაობას, კეთილშობილებას, დიდსულოვნებას. კლუბის სიმბოლოა ლომი, ფერები კი - ალისფერი და ოქროსფერი. კლუბის საერთო ოთახის შესასვლელი არის მეშვიდე სართულზე, ფუშფუშა ქალბატონის პორტრეტის უკან. გრიფინდორის მოჩვენებაა სერ ნიკოლას მიმსი პოპრინგტონი, აგრეთვე ცნობილი როგორც თითქმის უთავო ნიკი. ცნობილი სტუდენტები: ჰარი პოტერი, რონ უისლი, ჰერმიონ გრეინჯერი, ალბუს დამბლდორი, მინერვა მაკგონაგელი, რუბეუს ჰაგრიდი, ჯეიმს და ლილი პოტერები, სირიუს ბლექი, რემუს ლუპინი, პიტერ პეტიგრიუ, ჯინი უისლი, ლევენდერ ბრაუნი, პარვატი პეტილი, ნევილ ლონგბოტომი, სიმუს ფინიგანი, დინ ტომასი, ლი ჯორდანი, ფრედ უისლი, ჯორჯ უისლი, ბილ უისლი, ჩარლი უისლი, პერსი უისლი.
ჰაფლეპაფი
ჰაფლეპაფი დააარსა ჰელგა ჰაფლეპაფმა. იგი აფასებდა ერთგულებას, სამართლიანობას, პატიოსნებას, შემწყნარებლობას. კლუბის სიმბოლოა მაცVი, ფერები კი - ყვითელი და შავი. კლუბის საერთო ოთახი სამზარეულოს ახლოსაა. ჰაფლეპაფის მოჩვენებაა მსუქანი ბერი. ცნობილი სტუდენტები: ნიმფადორა ტონქსი, პომონა სპრაუტი, სედრიკ დიგორი, ჯასტინ ფინჩ-ფლეჩლი, ზაქარია სმიტი, ჰანა ებოტი, ერნი მაკმილანი.
Read more: http://harrypotterwikia.webnode.com/products/%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E 1%83%98%E1%83%90/ Create your own website for free: http://www.webnode.comდამატებულია (2011-10-30, 2:23 PM) --------------------------------------------- სლიზერინის კლუბის დამაარსებელი იყო სალაზარ სლიზერინი. სლიზერინის კლუბში ძირითადად ხვდებიან წმინდასისხლიანი ჯადოქრები. სლიზერინი სტუდენტში აფასებდა ამბიციურობას, სიჭკვიანეს, ეშმაკობას, წესების არდამორჩილებას და რაღა თქმაუნდა წმინდასისხლიანობას. სლიზერინის კლუბის სიმბოლოა გველი, ფერები კი - მწვანე და ვერცხლისფერი. კლუბის საერთო ოთახია ჯურღმულებშI, მისი შესასვლელი კი ერთერთ გამოზნექილ კედელთანაა. 1992 წლის ბოლოს შესასვლელის პაროლი იყო "წმინდა სისხლი". ბევრს სჯეროდა, რომ სლიზერინის კლუბის სტუდენტები ხშირად ბნელ ძალებთან იყვნენ დაკავშირებულნი. სლიზერინის მოჩვენებაა სისხლიანი ბარონი. ცნობილი სტუდენტები: ტომ რიდლი (ლორდი ვოლდემორი), დრაკო მაფლოი, ლუციუს მალფოი, ბელატრისა ლესტრეინჯი, ვინსენტ კრაბი, გრეგორი გოილი, თეოდორ ნოტი, ნარცისა მალფოი, რეგულუს ბლექი, ჰორაციუს სლაგჰორნი, სევერუს სნეიპი, პენსი პარკინსონი, ბლექების საგვარეულოს უმეტესობა. დამატებულია (2011-10-30, 2:24 PM) --------------------------------------------- რეივენქლოს კლუბი დააარსა როენა რეივენქლომ. იგი აფასებდა ჭკუას, გონებამახვილობას და სიბრზნეს. კლუბის სიმბოლოა არწივი, ფერები კი - ლურჯი და ბრინჯაოსფერი. თუმცა ფილმებში კლუბის ფერებია ლურჯი და ვერცხლისფერი, სიმბოლო კი - ყორანი. კლუბის საერთო ოთახი კი ლურჯი და ოქროსფერია. რეივენქლოს საერთო ოთახი ყველაზე მაღალ კოშკშია. შესასვლელად, პაროლის ნაცვლად უნდა უპასუხო არწივის შეკითხვებს, მაგალითად: "სად მიდის დაკარგული საგნები?" ან "რომელი გაჩნდა პირველი: კვერცხი თუ ქათამი? (ინგლისურად ფენიქსი თუ ცეცხლია)". რეივენქლოს მოჩვენებაა ჰელენა რეივენქლო, ცნობილი როგორც რუხი ქალბატონი. ცნობილი სტუდენტები: ლუნა ლავგუდი, მტირალა მირტლი, ჩო ჩენგი, როჯერ დევისი, მაიკლ კორნერი, პადმა პეტილი, ტერი ბუტი და ფილიუს ფლიტვიკი. დამატებულია (2011-10-30, 2:24 PM) --------------------------------------------- გრიფინდორის კლუბი დააარსა გოდრიკ გრიფინდორმა. იგი აფასებდა სიმამაცეს, გამბედაობას, კეთილშობილებას, დიდსულოვნებას. კლუბის სიმბოლოა ლომი, ფერები კი - ალისფერი და ოქროსფერი. კლუბის საერთო ოთახის შესასვლელი არის მეშვიდე სართულზე, ფუშფუშა ქალბატონის პორტრეტის უკან. გრიფინდორის მოჩვენებაა სერ ნიკოლას მიმსი პოპრინგტონი, აგრეთვე ცნობილი როგორც თითქმის უთავო ნიკი. ცნობილი სტუდენტები: ჰარი პოტერი, რონ უისლი, ჰერმიონ გრეინჯერი, ალბუს დამბლდორი, მინერვა მაკგონაგელი, რუბეუს ჰაგრიდი, ჯეიმს და ლილი პოტერები, სირიუს ბლექი, რემუს ლუპინი, პიტერ პეტიგრიუ, ჯინი უისლი, ლევენდერ ბრაუნი, პარვატი პეტილი, ნევილ ლონგბოტომი, სიმუს ფინიგანი, დინ ტომასი, ლი ჯორდანი, ფრედ უისლი, ჯორჯ უისლი, ბილ უისლი, ჩარლი უისლი, პერსი უისლი. დამატებულია (2011-10-30, 2:26 PM) --------------------------------------------- ტომ მერვოლო რიდლი,(ტომ რიდლი მამის სახელი და გვარი, ხოლო მერვოლო კი-მერვოლო გონტის, ანუ პაპამისის სახელი) დედის მხრიდან ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამფუძნებლის, სალაზარ სლიზერინის პირდაპირი შთამომავალია, ხოლო მამა უბრალო მაგლი ჰყავდა,რომელიც თვითონვე მოკლა, ამის შემდეგ თავის თავს ლორდი ვოლდემორი უწოდა. მისი ჯადოქრული ისტორია 11 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ალბუს დამბლდორი მივიდა მასთან თავშესაფარში და ჰოგვორტსში სწავლა შესთავაზა. პატარა ვოლდემორი უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში იზრდებოდა, რადგან დედამისი მასზე მშობიარობას გადაყვა, მამამ კი დაბადებამდე მიატოვა. ტომმა სკოლაში თავისი ბანდა ჩამოაყალიბა. იგი იმდენად კარგი მეთაური აღმოჩნდა, რომ მისი ბანდის წევრები ერთხელაც არ შეუნიშნავთ დანაშაულის ჩადენის დროს. ჰოგვორტსში სწავლის დროს ტომმა მოახერხა საიდუმლო ოთახის გახსნა და იქიდან ურჩხულის გამოშვება, რომელმაც ერთი სტუდენტი შეიწირა, მაგრამ ტომმა მოახერხა და ეს დანაშაული რუბეუს ჰაგრიდს გადააბრალა, რომელიც იმ დროს ჰოგვორტსში სწავლობდა, ჰაგრიდი მაშინ სკოლიდან გააგდეს და ჯადოსნური ჯოხი გადაუტეხეს, მაგრამ დამბლდორმა, რომელიც მაშინ ტრანსფიგურაციას ასწავლიდა, დაითანხმა სკოლის დირექტორი, არმანდო დიპეტი, რომ ჰაგრიდი მიწების მცველად დაეტოვებინა. სკოლაში სწავლის პერიოდში ვოლდემორი საიდუმლო ოთახის გაღებას მეორედ ვეღარ შეძლებდა, ამიტომ მან შეჰქმნა ჰორკრუქსი, ნივთი რომელშიც შავი მაგიის გამოყენებით ჯადოქარი თავის სულის ნაწილს დებს, სულის გახლეჩა კი მხოლოდ ადამიანის მკვლელობით შეიძლება. ვოლდემორის პირველი ჰორკრუქსი დღიური აღმოჩნდა. მას ეს ნივთი საიდუმლო ოთახის ხელმეორედ გასაღებად სჭირდებოდა. მას სურდა რომ მისი დღიური ჰოგვორტსის რომელიმე მოსწავლეს ჩავარდნოდა ხელში, რომ მის სულს დაემონებინა და საიდუმლო ოთახი კვლავ გაეღო. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა შავი მაგიის შესასწავლად. ვოლდემორს სურდა რომ ყველაზე ძლიერი ჯადოქარი ყოფილიყო და თავის მიზანს თითქმის მიაღწია. ერთადერთი ადამიანი ვისიც ყოველთვის ეშინოდა, ალბუს დამბლდორი იყო. ვოლდემორის ძლიერების ხანაში გაკეთდა წინასწარმეტყველება რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გამოჩნდებოდა ბავშვი რომელიც დაიბადებოდა მეშვიდე თვის მიწურულს და რომლის მშობლებიც ორჯერ გამოიწვევდნენ ვოლდემორს. ვოლდემორი აღიარებდა მას და მაშინ ვერც ერთი ვერ ჰპოვებდა სიმშვიდეს სანამ ცოცხალი იქნებოდა მეორე. საინტერესო ის იყო რომ ასეთი ორი ბავშვი აღმოჩნდა , ნევილ ლონგბოტომი და ჰარი პოტერი. დამატებულია (2011-10-30, 2:29 PM) --------------------------------------------- Read more: http://harrypotterwikia.webnode.com/products/%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E 1%83%98%E1%83%90/ Create your own website for free: http://www.webnode.com დამატებულია (2011-10-30, 2:29 PM) --------------------------------------------- Read more: http://harrypotterwikia.webnode.com/products/%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E 1%83%98%E1%83%90/ Create your own website for free: http://www.webnode.com დამატებულია (2011-10-30, 2:30 PM) --------------------------------------------- Read more: http://harrypotterwikia.webnode.com/products/%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E 1%83%98%E1%83%90/ Create your own website for free: http://www.webnode.com დამატებულია (2011-10-30, 2:32 PM) --------------------------------------------- მეგონა, რომ ადამიანები ურთიერთობებს ბედნიერი ან უბრალოდ შემთხვევითობების წყალობით იწყებდნენ ხოლმე. ისიც მეგონა, რომ ურთიერთობის დასასრული პირადად შენს კატეგორიულ გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ან საერთოდ განსაზღვრების გარეშე– არ არის ეს მასე! ურთიერთობებს, ისევე როგორც ყველაფერს დანარჩენს ამ ცხოვრებაში როგორც ჩანს სხვა ძალა (ბედი, იღბალი,ზებუნებრივი…) განსაზღვრავს ყოველთვის. ეს ძალა პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც, საექსპერიმენტო ყუთ–ლაბირინთში მოთავსებული ლაბორატორიის ვირთხის მსგავსად გიკეტავს და გიხსნის ხელოვნურ კედლებს და შენც სასურველის მიღების წყურვილით, ლოგიკაზე დაყრდნობით მოძრაობ ღია კარის მიმართულებით. მიმართულებით– რომელიც მხოლოდ იქით მიდის სადაც ბედს სურს. ეს ყველაფერი “ჰოგვორტსის აკადემიის” ჯადოსნურ კიბეებს გავს “ჰარი პოტერიდან”, რომლებიც ავტორის თქმით მუდმივად იცვლიან მიმართულებას. მუდმივად გადაყავხარ ახალ სართულზე და მუდმივად გიმზადებს რეალურ სიურპრიზს, რომელიც თავისთავად, მხოლოდ სიურპრიზის სტატუსის ტარებამდე ინარჩუნებს იდუმალების მომხიბლავობას. ურთიერთობის დასაწყისში იცი რაც გინდა და იწყებ. დასასრულის მოახლოების ჟამს, უამრავ არგუმენტს იშველიებ და ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო ისე ამთავრებ თითქოს შენი ნებით მიგეყვანოს ეს ყველაფერი ბოლომდე. რეალურად –ბედი წყვეტს და შენ იჯერებ რომ ეს გადაწყვეტილებაც შენია.
აბა ცადე და დროზე ადრე დაასრულე ურთიერთობა შენი ნებით – არ გამოგივა, გაიწელება, შეგეწინააღმდეგება, ფორმასაც კი შეიცვლის– ოღონდ არ დასრულდება. გაგრძელდება და შეიძლება ისიც კი გაიმეტოს , რომ ყველაზე სასიამოვნო მოვლენად გადაიქცეს შენს ცხოვრებაში. მოკლედ: კიდევ ერთხელ გამაოცა ბედმა თავისი არაპროგნოზირებადი ხასიათით და “ჰოგვორტსის” რომელიღაცა კიბეზე დამტოვა. კიბეზე–რომელიც მუდმივად იცვლის მიმართულებას და სიურპრიზებით სავსე ოთახებისკენ მანაცვლებს. პირველად ვკითხულობ “ჰარი პოტერს” და მგონი ვხვდები მიზეზს, რის გამოც გახდა ეს ზღაპარი მსოფლიოში N1 ბესთსელერი! ხო და გისურვებთ: რეალობის სისატიკის მიუხედავად, ისეთი ბედი გქონოდეთ, რომ კეთილი ზღაპრის გმირებად გეგრძნოთ თავი.
|
|
| |
harrypotter | Date: ორშაბათი, 2011-10-31, 7:40 PM | Message # 4 |
 მეშვიდე კურსელი
Group: რეივენქლოს მოსწავლე
Messages: 372
Reputation: 5
Status: ჯადოქარი გასულია
| ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა - არის ნახსენები ჯოან როულინგის გახმაურებული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ წიგნში (რომლის მიხედვითაც ფილმიც გადაიღეს) "ჰარი პოტერი". ეს არის სკოლა სადაც პატარა ნიჭიერი ჯადოქრები სწავლობენ მაგიას და მათი აქ მოსვლის შემდეგ ჰოგვორტსი მათი სახლი ხდება 7 წლის განმავლობაში. ჰოგვორტსი მეტად დაცული ადგილია თუ მას მაგლი (არაჯადოქარი) შეხედავს, დაინახავს ნახევრად დანგრეულ სახლს. სკოლა ასევე დაცულია უცხო ჯადოქრებისგანაც. ჰოგვორტსში არის 4 ფაკულტეტი: გრიფინდორი,ჰაფლეპაფი, რეივენქლო, სლიზერინი.ჰოგვორტსის სკოლა, 1000 წლის წინ ოთხმა ჯადოქარმა დაარსა. ამ სკოლაში ხვდებიან როგორც სუფთა სისხლის ჯადოქრები, ასევე მაგლური წარმოშობის ჯადოქრები. ჰოგვორტსის ამჟამინდელი დირექტორია პროფესორი მინერვა მაკგონაგელი. ამ პოსტს იკავებდნენ შემდეგი უდიდესი ჰადოქრები: ალბუს დამბლდორი, სევერუს სნეიპი, არმანდო დიპეტი და სხვა. როენა რეივენქლო როენა რეივენქლო – ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი სახელის საპატივსაცემულოდ, ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს “რეივენქლო” ეწოდა. კლუბის სიმბოლოა არწივი ლურჯ და ბრინჯაოსფერ ფონზე. რეივენქლო ადამიანებში აფასებდა სიბრძნეს, აზროვნებას და იუმორის გრძნობას. ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის თავის მოსწავლეებს. ლეგენდის თანახმად, როენას ჰქონდა დიადემა, რომელიც მას სიბრძნეს მატებდა. როენა რეივენქლოს ჰყავდა ქალიშვილი ელენა, რომელმაც დედას დიადემა მოჰპარა, რადგან სურდა მასზე ბრძენი გამხდარიყო. როენა ამ ამბავს გულდასმით მალავდა, მაგრამ სიკვდილის წინ თავის ქალიშვილს სთხოვა მისულიყო მასთან და ამით ყველაფერს აპატიებდა, თუმცა როენა მალე გარდაიცვალა და სიკვდილის წინ შვილის ნახვას ვერ მოესწრო, დიადემა კი დაიკარგა. ჰელგა ჰაპლეპაფი ჰელგა ჰაპლეპაფი – ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მის საპატივსაცემულოდ ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს ეწოდა “ჰაპლეპაფი”. ამ ფაკულტეტის სიმბოლოა მაჩვი შავ და ყვითელ ფონზე. ჰელგა ჰაპლეპაფი ხალხში აფასებდა ლოიალურობას, პატიოსნებასა და შეუპოვრობას. სწორედ ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის მოსწავლეებს. ჰელგა ჰაპლეპაფი შესანიშნავად ფლობდა კულინარიას. მრავალი კერძი, რომელიც ჰოგვორტსში დღესასწაულებსა და ნადიმებზე მზადდება, სწორედ ჰელგა ჰაპლეპაფის რეცეპტებითაა მომზადებული სალაზარ სლიზერინი სალაზარ სლიზერინი – ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მის საპატივსაცემულოდ "სლიზერინი" ეწოდა ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს. სალაზარ სლიზერინის სიმბოლო გველი იყო, რადგან ეს სალაზარი პარსელი იყო, შეეძლო გველების ენაზე საუბარი. სალაზარ სლიზერინი ცნობილი იყო ლეგილემენციის ბრწყინვალე ცოდნით. ხალხში აფასებდა ცბიერებას და ძალაუფლებისადმი სიყვარულს. სწორედ ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის მოსწავლეებს. სალაზარ სლიზერინი ფიქრობდა, რომ ჰოგვორტსში მხოლოდ წმინდასისხლიანებს უნდა ესწავლათ, რის გამოც უთანხმოება მოუვიდა გოდრიკ გრიფინდორთან, როენა რეივენქლოსთან და ჰელგა ჰაპლეპაფთან. განრისხებულმა და გულდაწყვეტილმა სლიზერინმა სკოლა დატოვა, თუმცა წასვლამდე ჰოგვორტში საიდუმლო ოთახი შექმნა, სადაც საზარელი მონსტრი, ბასილისკო დამალა. ბასილისკოს მოვალეობა მუქსისხლიანი (მაგლური წარმოშობის ჯადოქრების) ჯადოქრების დახოცვა იყო. ოთახის პოვნა ბევრმა ჯადოქარმა სცადა, მაგრამ ეს მხოლოდ სლიზერინის მემკვიდრეს, გველის ენის მცოდნეს შეეძლო. საბოლოოდ ოთახი ჰარი პოტერმა იპოვა და ბასილისკო მოკლა გოდრიკ გრიფინდორი გოდრიკ გრიფინდორი – ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. ცხოვრობდა დაახლ. 1000 წლის წინათ. მის საპატივსაცემულოდ ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს “გრიფინდორი” ეწოდა. მის სახელს ატარებს ასევე სოფელი "გოდრიკ ჰოლოუ", სადაც ის დაიბადა. გრიფინდორის სიმბოლო იყო ოქროსფერი ლომი წითელ ფონზე. გოდრიკ გრიფინდორი ხალხში ყველაზე მეტად აფასებდა სიმამაცესა და თავდადებას; სწორედ ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის თავის მოსწავლეებს. ჰოგვორტსის სხვა დამაარსებლებსაც თავისი ხედვა ჰქონდათ და სტუდენტებს თავისი გემოვნების მიხედვით ირჩევდნენ. დაისვა კითხვა, თუ ვინ გაანაწილებდა სტუდენტებს გოდრიკ გრიფინდორის, სალაზარ სლიზერინის, როენა რეივენქლოს და ჰელგა ჰაპლეპაფის სიკვდილის შემდეგ. ეს პრობლემა გრიფინდორმა გადაწყვიტა. მან მოაჯადოვა თავისი ძველი ქუდი ისე, რომ ის ჰოგვორტსის დამაარსებლებივით საზღვრავდა თუ რომელ კლუბში უნდა გაემწესებინა მოსწავლე. ჰარი პოტერის მეორე წიგნში ბასილისკოსთან ბრძოლაში ჰარის სწორედ გრიფინდორის ხმალი და ძველი ქუდი გამოადგება. ის ხმალს ქუდიდან ამოიღებს, რაც დამბლდორის სიტყვით იმას ნიშნავდა, რომ ჰარი ნამდვილი გრიფინდორელი იყო.
Harry Potter 4-Ever!
Message edited by harrypotter - ორშაბათი, 2011-10-31, 7:44 PM |
|
| |
CissY | Date: სამშაბათი, 2012-01-17, 1:34 PM | Message # 8 |
 S L Y T H E R I N
Group: დილის მისნის ჟურნალისტი
Messages: 245
Reputation: 9
Status: ჯადოქარი გასულია
| ჰოგვორტსი-მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა, რომელიც მდებარეობს შოტლანდიაში, ჰოგვორტსის სასახლეში, ჰოგვორთსი დაარსდა ჩვენი წელთაღრიცხვით 990 წელს ოთხი უდიდესი ჯადოქრის მიერ, ესნი იყვნენ: როენა რეივენქლო, ჰელგა ჰაპლეპაფი, გოდრიკ გრიფინდორი და სალაზარ სლიზერინი, სწორედ მათ საპატივსაცემოდ დაერვა სახელები ჰოგვორთსის ფაკულტეტებს. თითოეული მათგანი მოსწავლეებს სხვადასხვა კრიტერიუმებით არჩევდა, რეივენქლოს სტუდენტებს უნდა ჰქონოდათ იუმორის შეგრძნება, ინტელექტი, სიბრძნე, მისი სიმბოლოა ყორანი, სიტყვა Ravenclaw კი ნიშნავს ყორნის კლანჭს. ჰაპლეპაფის მოსწავლეები მშრომელები, ერთგულები, პატიოსნები არიან(სიმბოლო-მაჩვი), გრიფინდორის კი სიმამაცით და თავდადებით გამოირჩევიან(სიმბოლო-ლომი). სლიზერინი ყურადღბას პირველ რიგში წმინდა სისხლს აქცევდა, მისი სტუდენტები ყველაზე ამბიციურები არიან და თავის გამოჩენა უყვართ(სიმბოლო გველი, რადგან სლიზერინს პარსულად ლაპარაკი შეეძლო). სამი ჯადოქარი(რეივენქლო, ჰაპლეპაფი და გრიფინდორი) ერთმანეთთან მეგობრობდნენ და თანამშრომლობდნენ, მაგრამ სლიზერინს არ მოსწონდა, რომ სკოლაში მუქსისხლიანებსაც იღებდნენ, ამიტომ მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდა და გულდაწყვეტილმა სლიზერინმა გადაწყვიტა სკოლა დაეტოვებინა, მაგრამ სანამ წავიდა, სკოლაში დატოვა საიდუმლო ოთახი, სადაც ბასილისკო ჩაამწყვდია, ოთახი მაშინ გაიღებოდა, როდესაც სკოლაში სლიზერინის მემკვიდრე დაბრუნდებოდა, ეს ადამიანი იყო ტომ მერვოლო რიდლი, რომელმაც ოთახი გააღო 1942-1943 წელს, მაგრამ ყველაფერი ჰაგრიდ გადააბრალა, რის გამოც რუბეუსი სკოლიდან გარიცხეს, მაშინ დირექტორი დიპეტი იყო, ხოლო მეორედ საიდუმლო ოთახი გაიღო 1993 წელს. დიპეტის შემდეგ სკოლის დირექტორი ალბუს დამბლდორი გახდა, მისი სიკვდილი შემდეგ-სევერუს სნეიპი, მინერვა მაკგონაგელი. სკოლაში ისწავლება შმდეგი საგნები: ტრანსფიგურაცია, შხამწამლები, ჰერბოლოგია, შელოცვები, მისნობა, რუნული დამწერლობა, არითმანტია, მაგიის ისტორია, ბნელი ძალებისაგან თავდაცვა, ჯადოსნური არსებების მოვლა, მაგლთმცოდნეობა. გრიფინდორი-ლიდერი-მინერვა მაკგონაგელი, მოჩვენება-თითქმის უთავო ნიკი სლიზერინი-ლიდერი-სევერუს სნეიპი, ჰორაციუს სლოგჰარნი, მოჩვენება-სისხლიანი ბარონი რეივენქლო-ლიდერი-ფილიუს ფლიტვიკი,მოჩვენება-რუხი ქალბატონი ჰაპლეპაფი-ლიდერი-პომონა სპრაუტი,მოჩვენება-Fat Friar(მაპატიეთ ქართულად დამავიწყდა, ზოგიერთი წიგნი ინგლისურ ენაზე წავიკითხე) 1994-1995 წელს ჰოგვორტსმა მოიპოვა სამი ჯადოქრის თასი. 1995-1996 წლებში მაგიის სამინისტროს ბრძანებით ჰოგვორტსში მოვიდა დოლორეს ამბრიჯი, რომელიც ცოტა ხნით დირექტორიც კი გახდა. 1998 წელს მიმდინარეობდა ჰოგვორთსის ბრძოლა, რის შედეგადაც სკოლა ძლიერ დაზიანდა, მაგრამ სკოლა აღდგა და ჩვეულ რითმს დაუბრუნდა 2017 წელს. Videos: http://www.youtube.com/watch?v=qhq_S2Wy0Ww http://www.youtube.com/watch?v=JtduUAOzX0cდამატებულია (2012-01-17, 1:33 PM) --------------------------------------------- შეიძლება ცოტა პატარაა მაგრამ მე პირობა გავითვალისწინე და ჰოგვორთსის ისტორია დავწერე, და არა ინფორმაცია ფაკულტეტბის შესახებ. დამატებულია (2012-01-17, 1:34 PM) --------------------------------------------- და პლიუს წვრილი შრიფტით მიწერია
,,Not my Daughter You Bitch" by Molly Weasley :))
|
|
| |