HarryJamesPotter | Date: სამშაბათი, 2011-08-23, 12:02 PM | Message # 1 |
 ფორუმის მთავარი ადმინი
Group: ჰოგვორტსის დირექტორი
Messages: 307
Status: ჯადოქარი გასულია
| ფენიქსის ორდენი
ფენიქსის ორდენი დააარსა ალბუს დამბლდორმა რომ წინააღმდეგობა გაეწია ლორდი ვოლდემორისა და მისი სიკვდილის მხვრელებისათვის. თავდაპირველად ორდენი დაარსდა 1970იან წლებში, მასშემდეგ, რაც ვოლდემორი დაბრუნდა ინგლისში საზღვარგარეთიდან და დაიწყო მაგიის სამინისტროსთან ბრძოლა და მაგლების შევიწროება. ორდენი მაგიის სამინისტროსთან ერთად წინააღმდეგობას უწევდა ბნელ ბატონსა და მის მიმდევრებს და გადამწყვეტი როლი ითამაშა პირველ ჯადოქრულ ომში. 1981 წელში "გაიმარჯვეს" ბევრი სხვა წევრის სიცოცხლის ფასად. ორდენი დაიშალა, მაგრამ კიდევ ერთხელ შეიკრიბა 1995 წელს, როდესაც ჰარი პოტერმა ლორდი ვოლდემორის დაბრუნება აუწყა დამბლდორს. სამინისტრომ არ აღიარა ვოლდემორის დაბრუნება, მიუხედავად ამისა ორდენი მარტო მუშაობდა ჰარი პოტერის და წინასწარმეტყველების დასაცავად, რომელიც საიდუმლოებების დეპარტამენტში ინახებოდა. ორდენსა და სიკვდილის მხვრელებს შორის 1996 წელს მოხდა ბრძოლა საიდუმლოებების დეპარტამენტში, ამიტომ, სამინისტრომ და მთელმა ჯადოქრულმა საზოგადოებამ საბოლოოდ აღიარა ვოლდემორის დაბრუნება. თუმცა, შემდეგ წელს ორდენის ლიდერი გარდაიცვალა, სამინისტრო კი ვოლდემორმა დაიპყრო. ორდენი მაინც იბრძოდა ვოლდემორის წინააღმდეგ, ცდილობდა მაგლების დაცვასა და სიმართლის სააშკარაოზე გამოტანას მეორე ჯადოქრული ომის ყველაზე საშინელ დღეებში. როდესაც 1998 წლის 2 მაისს დამბლდორის არმია ორდენს დაუკავშირდა, რომ მოეხმო ისინი ჰოგვორტსის სიკვდილის მხვრელებისა და ვოლდემორისგან დასაცავად, ისინი მაშინვე გამოეხმაურნენ. ჰოგვორტსის ბრძოლა ვოლდემორის სიკვდილით დასრულდა და გადამწყვეტი გამარჯვება ორდენსა და მის მოკავშირეებს ერგოთ წილად.
|
|
| |