ალან სიდნი პატრიკ რიკმანი დაიბადა 1946 წლის 21 თებერვალს ლონდონში. დედამისი დიასახლისი იყო, მამამისი ქარხანაში მუშაობდა. ალანის ძარღვებში ინგლისური, უელსური და ირლანდიური სისხლი ჩქეფს. რვა წლის ასაკში ალანს მამა გარდაეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ალანს პოპულარობა ეკრანმა მოუტანა, ის აღიარებს რომ თეატრი ყფრო უყვარს ვიდრე კინო. მისი ფილმოგრაფიიდან რამდენიმე ფილმს გამოვყოფდი: "რომეო და ჯულიეტა"(შეასრულა ტიბალტის როლი), "რობინ ჰუდი"(შეასრულა ნოტინგემის შერიფის როლი), ასევე განასახიარა რასპუტინი და დეტექტივი დავით ფრიდმანი. კრიტიკოსების აზრით ალანი არაჩვეულებრივად ასრულებს უარყოფით როლებს, სწორედ ამიტომ მისი შესრულებული როლებიდან, უმრავლესობა უარყოფითია. ალანის ჰობი არის აკვარელებით (წყლის საღებავებით) ხატვა.
1990 წელს ის საუკეთესო ბრიტანელ მსახიობად დასახელდა, ასევე ნომინირებული იყო MTV-ს დაჯილდოებაზე, როგორც საუკეთესო უარყოფითი როლის შემსრულებელი მსახიობი.დამატებულია (2012-01-17, 8:18 PM)
---------------------------------------------
აი. როგორც დაგპირდით დავდე :)