leqcia №2 - ფორუმი
















 



















 

                                              
 
                                                                                                                       მთავარი | ჩემი პროფილი | გამოსვლა | 


                
[ სიახლეები · ჯადოქართა სია · ძებნა ·
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ფორუმის მოდერატორი: potter_31, HarryJamesPotter  
leqcia №2
potter_31Date: პარასკევი, 2011-07-15, 0:23 AM | Message # 1
ალალი ჯადოქარი
Group: მაგიის მინისტრი
Messages: 268
Reputation: 1
Status: ჯადოქარი გასულია
tqveni meore davaleba iqneba testralebi.damiwert temas"testralebi da mati tvisebebi

mapatiet momxmareblebo rom ar shemovdiodi !!!
 
Belatrix_LestrangeDate: პარასკევი, 2011-07-15, 0:47 AM | Message # 2
პირველ კურსელი
Group: სლიზერინის მოსწავლე
Messages: 10
Reputation: 0
Status: ჯადოქარი გასულია
თესტრალი

თესტრალი ჩონჩხის სხეულის მქონე ფრთიანი ცხენის ჯიშია, რომელსაც რეპტილიის მსგავსი სახე და ტყავის უზარმაზარი ფრთები აქვს, რითაც ღამურასაც ემსგავსება.  თესტრალები იშვიათი არსებები არიან და სამინისტროს მიერ ერთ-ერთ სახიფათო არსებებად ითვლებიან. მათ დაუმსახურებლად მიაკერეს ავის მომასწავებელი და აგრესიული ცხოველის სტატუსი, იმიტომ რომ მათი დანახვა მხოლოდ სიკვდილის მომსწრე ადამიანებს შეუძლიათ. შესაძლებელია თესტრალების მოშინაურება და მათ იყენებენ როგორც ტრანსპორტის ალტერნატიულ საშუალებას. თუ კი თესტრალი გაწვრთნილია, ის სწრაფად წაიყვანს თავის მგზავრს ნებისმიერ ადგილას. კლასიფიკაციის მიხედვით თესტრალები ოთხ იქსიანი (XXXX) არსებები არიან და მათთან გამკლავება მხოლოდ დახელოვნებულ ჯადოქრებს შეუძლიათ. გამრავლება ან მოშინაურება სამინისტროს ნებართვის გარეშე აკრძალულია და ისეთ ჯადოქრებს, რომლებიც მაგლებისგან დაუცველ ადგილებში ცხოვრობენ, მათთვის დეილუზიონირების შელოცვის მოვლენა უხდებათ კანონის მიხედვით.  თესტრალებს საკმაოდ უსიამოვნო შესახედაობა აქვთ იმ ჯადოქრებისთვის, რომლებსაც მათი დანახვა შეუძლიათ. თესტრალებს აღწერენ როგორც ავბედით და საზარელ არსებებს. ხოლო მათ დიდ, ძვლოვან აგებულებაზე მეტად ხალხს თესტრალების დრაკონისებრი სახე და თეთრი, შემზარავი, მოელვარე თვალები აშინებთ. თესტრალების აგებულება ძირითადად ცხენისას გავს, განსხვავება მხოლოდ უზარმაზარი ფრთებია. აბრაქსანისგან განსხვავებით (კიდევ ერთი ფრთოსანი ცხენის ჯიში) თესტრალებს სულაც არ ამშვენებთ დიდი ფრთები. პირიქით, ამით ღამურას უფრო ემსგავსებიან. თესტრალების უხორცო, მოკაშკაშე სხეულები დაფარულია ბზინვარე ბეწვით. მათი გლუვი კანი ცოტა არ იყოს მოლიპულია და იმდენად თხელია, რომ თესტრალების ძვლები საკმაოდ გარკვევით ჩანს მათ ქვეშ. 

ამ შემზარავ ცხენებს შავი ფაფარი აქვთ, ისევე როგორც შავი კუდები. კიდევ ერთი განმასხვავებელი შტრიხია მათი გრძელი და ბასრი ეშვები, რომლებსაც ნადავლის ხელში ჩასაგდებად იყენებენ ხოლმე.  თესტრალები ცოტა არ იყოს მოსაწყენი ცხოველები არიან, მაგრამ პროფესორ რუბეუს ჰაგრიდს თუ დავუჯერებთ, ისინი ძალიან ჭკვიანები არიან და სხვათა შორის, ისინი მართლაც სწრაფად ხვდებიან სად უნდა პატრონს გამგზავრება. თესტრალებს ბნელ და ჩუმ გარემოში ყოფნა უყვართ. დაბურული ტყეები მათი მუდმივი ადგილსამყოფელია. ერთმანეთთან ურთიერთობენ ან გამგმირავი კივილით, ან ყვირილით რომელიც რომელიმე გიგანტური ფრინველის ხმას მოგვაგონებს. პრინციპში ასეცაა. ისინი ლოიალური არსებები არიან და შეუძლიათ გაარჩიონ მტერი მოყვარესგან. ისინი თავს ესხმიან ყველას ან ყველაფერს, რაშიც საფრთხეს ხედავენ, ხოლო თუ მოშინაურებულები არიან, იცავენ თავიანთ პატრონებსაც. ჰოგვორტსის ბრძოლაში კარგად ჩანდა თესტრალები, რომლებსაც ბაკბიკი მიუძღოდა წინ და ისინი ერთად ებრძოდნენ გოლიათებს. თესტრალები ხორცისმჭამელი არსებები არიან და პროფესორი გრაბლი-პლენკის თქმით ისინი ხშირად ესხმიან თავს ფრინველებს. ეს არსებები ჰოგვორტსის აკრძალულ ტყეშიც ცხოვრობდნენ და ისინი საკმაოდ კარგად გაწვრთნილები და მოვლილები არიან. არასოდეს ესხმიან თავს სტუდენტებს ან სხვა ცხოველებს თუ კი სერიოზულად არ გაღიზიანდებიან.  თესტრალის კუდის ბეწვი საკმაოდ ძლიერი და გამოყენბადი მატერიაა. მას ჯოხების გულისთვის იყენებენ ხოლმე და აღსანიშნავია, რომ დიდგულას ჯოხს სწორედ თესტრალის კუდის ბეწვი ჰქონდა გულში. თესტრალებს ძალიან კარგი ყნოსვის უნარი აქვთ და ადვილად ცნობენ სისხლისა და ახალი ხორცის სუნს. გამოირჩევიან შესანიშნავი ორიენტაციის უნარითაც. მაგალითად, 1996 წელს, თეესტრალების დახმარებით 6 ჰოგვორტსელი სტუდენტი საკმაოდ მოკლე ხანში ჩავიდა ჰოგვორტსიდან ლონდონში. ჰოგვორტსში თესტრალებს საკმაოდ დიდი ფუნქცია აკისრიათ. ყოველი წლის დასაწყისში მათ მოსწავლეები ჰოგვორტსის ექსპრესიდან ციხე-კოშკამდე მიყავთ. ისინი საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს, რადგან გვერდით ყავთ რუბეუს ჰაგრიდი, რომლისთვისაც თესტრალები ფავორიტი არსებები არიან.

პ.ს გეფიცებით სურათებს დადება არ უნდათ რა! angry biggrin
 
potter_31Date: პარასკევი, 2011-07-15, 1:13 AM | Message # 3
ალალი ჯადოქარი
Group: მაგიის მინისტრი
Messages: 268
Reputation: 1
Status: ჯადოქარი გასულია
img ro weria mand url chasvit da dadebs

p.s 100 qula slizerins


mapatiet momxmareblebo rom ar shemovdiodi !!!
 
potter_31Date: პარასკევი, 2011-07-15, 1:16 AM | Message # 4
ალალი ჯადოქარი
Group: მაგიის მინისტრი
Messages: 268
Reputation: 1
Status: ჯადოქარი გასულია
belatrix_lestrange
suratebs tu ar debs tqven shemtxvevashi gamonaklisis dashveba sheidzleba


mapatiet momxmareblebo rom ar shemovdiodi !!!
 
Hermi-anaDate: პარასკევი, 2011-07-15, 5:36 PM | Message # 5
პირველ კურსელი
Group: გრიფინდორის მოსწავლე
Messages: 16
Reputation: 0
Status: ჯადოქარი გასულია
თესტრალი
თესტრალი ფრთიანი ცხენის ჯიშის ცხოველია, რომელსაც ჩონჩხის სხეული, ქვეწარმავლის სახე და ღამურის მსგავსი ფრთები აქვს. ისინი იშვიათი არსებები არიან და მაგიის სამინისტროს აზრით საშიშნიც. თესტრალებზე მცდარი წარმოდგენა აქვს ბევრ ჯადოქარს, რადგან მას ხშირად უიღბლობის და აგრესიული ცხოველის სტატუსს აწერენ იმის გამო რომ თესტრალებს მხოლოდ ისინი ხედავენ ვისაც სიკვდილი უნახავს. მათი კლასიფიკაციიდან გამომდინარე მხოლოდ გამოცდილ ჯადოქარს შეუძლია მათი გამკლავება. თესტრალების მოშინაურება მაგიის სამინისტროს თანხმობის გარეშე არალეგალურია, განსაკუთრებით მათთვის ვინც მაგლებით დასახლებულ ადგილას ცხოვრობს. (ასეთ შემთხვევაში ჯადოქარმა ხშირად უნდა გაუკეთოს თავის ფრთებიან ცხოველს დეილუზიონირების შელოცა) თესტრალებს ბევრი ჯადოქრისთვის გამაღიზიანებელი გარეგნობა აქვს. კერძოთ ისინი, ვინც ხედავენ მათ ხშირად აღწერენ თესტრალებს როგორც ავის მომასწავებელ და შემზარავ არსებებს. ეს პირველი შთაბეჭდილება მხოლოდ იმის ბრალი არაა რომ მათ უზარმაზარი თითქოს ძვლებისგან აგებული სხეული აქვთ, არამედ მათი დრაკონისმაგვარი სახიდან და ელვარე თვალებიდან. თესტრალები ერთი შეხედვით მოსაწყენი და მონოტონური არსებები არიან, მაგრამ რუბეუს ჰაგრიდის ნათქვამის მიხედვით, ისინი საშინლად ჭკვიანები არიან. და მართლაც, მოშინაურებული თესტრალი საკმარისად ჭკვიანია იმისთვის რომ გაიგოს თუ სად სურს პატრონს გადაადგილება. თესტრალებს ბნელი გარემო უყვართ. მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი არის ტყე. ერთმანეთთან ყურებისწამღები ხმებით და უცნაური ყვირილით კონტაქტობენ, რომელიც ცოტა არ იყოს მონსტრ-ჩიტის ხმას უფრო გავს. ისინი ლოიალური არსებები არიან და შეუძლიათ ერთმანეთისგან განასხვავონ მტერი და მეგობარი. ისინი თავს ესხმიან ყველას და ყველაფერს რაც მათთვის საშიშროებას წარმოადგენს და თუ თესტრალი მოშინაურებულია, პატრონის მტერსაც არ დააყრის კარგ დღეს. თესტრალები ხორცისმჭამელი არსებები არიან. პროფესორი გრაბლი ბლენკი ახსენებს რომ ისინი ხშირად ესხმიან თავს მფრინავ არსებებს, მაგალითად ჩიტებს. ამით თესტრალები არა მარტო საჭმლისთვის ნადირობენ, არამედ ფრენაშიც ვარჯიშობენ. ის თესტრალები რომლებიც ჰოგვორტსის შემოგარენში ცხოვრობენ კარგად იკვებებიან და გაწვრთნილებიც არიან. ისინი არასოდეს ესხმიან თავს სხვა ტყეში მობინადრე არსებებს ან სტუდენტებს თუკი ზედმეტად არ შეწუხდებიან. თესტრალის კუდის ბალანი საკმაოდ ძლიერი და გამოსადეგი მატერიაა რომელსაც კარგად გამოცდილი ჯადოქარი ცოდნის შემთხვევაში კარგად გამოიყენებს. საქმე იმაშია რომ ამ ბალნით ჯადოსნურ ჯოხებს ამზადებდნენ და მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ჯადოსნური ჯოხში – დიდგულას ჯოხშიც სწორედ თესტრალის კუდის ღერი იყო ჩადებული. თესტალების ყველაზე უჩვეულო უნარი ალბათ მათი იმ ადამიანებისადმი უხილავობაა ვისაც სიკვდილი არ უნახავს. მათ კარგი ყნოსვა აქვთ განვითარებლი და შეუძლიათ შორი მანძილიდან შეიცნონ სისხლისა და ახალი ხორცის სუნი. მათ გააჩნიათ არაჩვეულებრივი ორიენტაციის უნარი. კერძოდ შეუძლიათ ზუსტად გამოიცნონ სად სურთ მათ პატრონს წასვლა. შეუძლიათ ძალიან დიდი წონის ტარება დამატებული საკუთარი წონა. მათ ალბუს დამბლდორი ხშირად იყენებდა როცა არ სურდა ან არ შეეძლო გამოეყენებინა აპარაცია, ცოცხი ან სხვა სატრანსპორტო საშუალება. მაგრამ საერთოდ მათ როგორც გადასაადგილებელ საშუალებას იშვიათად იყენებენ. ეს ალბათ მაინც ხალხის ცრურწმენის ბრალია რომ ისინი სიკვდილის მომასწავებელი არსებები არიან.


 
amoDate: პარასკევი, 2011-07-15, 5:57 PM | Message # 6
სლიზერინი
Group: სლიზერინის მოსწავლე
Messages: 12
Reputation: 0
Status: ჯადოქარი გასულია
[size=14][color=green]თესტრალი ფრთიანი ცხენის ჯიშის ცხოველია, რომელსაც ჩონჩხის სხეული, ქვეწარმავლის სახე და ღამურის მსგავსი ფრთები აქვს. ისინი იშვიათი არსებები არიან და მაგიის სამინისტროს აზრით საშიშნიც. თესტრალებზე მცდარი წარმოდგენა აქვს ბევრ ჯადოქარს, რადგან მას ხშირად უიღბლობის და აგრესიული ცხოველის სტატუსს აწერენ იმის გამო რომ თესტრალებს მხოლოდ ისინი ხედავენ ვისაც სიკვდილი უნახავს. მათი კლასიფიკაციიდან გამომდინარე მხოლოდ გამოცდილ ჯადოქარს შეუძლია მათი გამკლავება. თესტრალების მოშინაურება მაგიის სამინისტროს თანხმობის გარეშე არალეგალურია, განსაკუთრებით მათთვის ვინც მაგლებით დასახლებულ ადგილას ცხოვრობს. (ასეთ შემთხვევაში ჯადოქარმა ხშირად უნდა გაუკეთოს თავის ფრთებიან ცხოველს დეილუზიონირების შელოცა) თესტრალებს ბევრი ჯადოქრისთვის გამაღიზიანებელი გარეგნობა აქვს. კერძოთ ისინი, ვინც ხედავენ მათ ხშირად აღწერენ თესტრალებს როგორც ავის მომასწავებელ და შემზარავ არსებებს. ეს პირველი შთაბეჭდილება მხოლოდ იმის ბრალი არაა რომ მათ უზარმაზარი თითქოს ძვლებისგან აგებული სხეული აქვთ, არამედ მათი დრაკონისმაგვარი სახიდან და ელვარე თვალებიდან. თესტრალები ერთი შეხედვით მოსაწყენი და მონოტონური არსებები არიან, მაგრამ რუბეუს ჰაგრიდის ნათქვამის მიხედვით, ისინი საშინლად ჭკვიანები არიან. და მართლაც, მოშინაურებული თესტრალი საკმარისად ჭკვიანია იმისთვის რომ გაიგოს თუ სად სურს პატრონს გადაადგილება. თესტრალებს ბნელი გარემო უყვართ. მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი არის ტყე. ერთმანეთთან ყურებისწამღები ხმებით და უცნაური ყვირილით კონტაქტობენ, რომელიც ცოტა არ იყოს მონსტრ-ჩიტის ხმას უფრო გავს. ისინი ლოიალური არსებები არიან და შეუძლიათ ერთმანეთისგან განასხვავონ მტერი და მეგობარი. ისინი თავს ესხმიან ყველას და ყველაფერს რაც მათთვის საშიშროებას წარმოადგენს და თუ თესტრალი მოშინაურებულია, პატრონის მტერსაც არ დააყრის კარგ დღეს. თესტრალები ხორცისმჭამელი არსებები არიან. პროფესორი გრაბლი ბლენკი ახსენებს რომ ისინი ხშირად ესხმიან თავს მფრინავ არსებებს, მაგალითად ჩიტებს. ამით თესტრალები არა მარტო საჭმლისთვის ნადირობენ, არამედ ფრენაშიც ვარჯიშობენ. ის თესტრალები რომლებიც ჰოგვორტსის შემოგარენში ცხოვრობენ კარგად იკვებებიან და გაწვრთნილებიც არიან. ისინი არასოდეს ესხმიან თავს სხვა ტყეში მობინადრე არსებებს ან სტუდენტებს თუკი ზედმეტად არ შეწუხდებიან. თესტრალის კუდის ბალანი საკმაოდ ძლიერი და გამოსადეგი მატერიაა რომელსაც კარგად გამოცდილი ჯადოქარი ცოდნის შემთხვევაში კარგად გამოიყენებს. საქმე იმაშია რომ ამ ბალნით ჯადოსნურ ჯოხებს ამზადებდნენ და მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ჯადოსნური ჯოხში – დიდგულას ჯოხშიც სწორედ თესტრალის კუდის ღერი იყო ჩადებული. თესტალების ყველაზე უჩვეულო უნარი ალბათ მათი იმ ადამიანებისადმი უხილავობაა ვისაც სიკვდილი არ უნახავს. მათ კარგი ყნოსვა აქვთ განვითარებლი და შეუძლიათ შორი მანძილიდან შეიცნონ სისხლისა და ახალი ხორცის სუნი. მათ გააჩნიათ არაჩვეულებრივი ორიენტაციის უნარი. კერძოდ შეუძლიათ ზუსტად გამოიცნონ სად სურთ მათ პატრონს წასვლა. შეუძლიათ ძალიან დიდი წონის ტარება დამატებული საკუთარი წონა. მათ ალბუს დამბლდორი ხშირად იყენებდა როცა არ სურდა ან არ შეეძლო გამოეყენებინა აპარაცია, ცოცხი ან სხვა სატრანსპორტო საშუალება. მაგრამ საერთოდ მათ როგორც გადასაადგილებელ საშუალებას იშვიათად იყენებენ. ეს ალბათ მაინც ხალხის ცრურწმენის ბრალია რომ ისინი სიკვდილის მომასწავებელი არსებები არიან.
 
potter_31Date: პარასკევი, 2011-07-15, 6:36 PM | Message # 7
ალალი ჯადოქარი
Group: მაგიის მინისტრი
Messages: 268
Reputation: 1
Status: ჯადოქარი გასულია
hermi-ana

kargiad giweriat90 qula grifindors

amo
kargia magram videoebi da suratebi ar gidevs
70 qula slitherins
p.s amo gtxovt videobi da suratebi dadot


mapatiet momxmareblebo rom ar shemovdiodi !!!
 
Hermi-anaDate: პარასკევი, 2011-07-15, 8:45 PM | Message # 8
პირველ კურსელი
Group: გრიფინდორის მოსწავლე
Messages: 16
Reputation: 0
Status: ჯადოქარი გასულია
prof chemganaaqvs dakopirebulii amos!
 
potter_31Date: პარასკევი, 2011-07-15, 10:13 PM | Message # 9
ალალი ჯადოქარი
Group: მაგიის მინისტრი
Messages: 268
Reputation: 1
Status: ჯადოქარი გასულია
amo 50 sajarimo qula slitherins
xom icit rom dakopireba ar sheidzleba


mapatiet momxmareblebo rom ar shemovdiodi !!!
 
potter_31Date: პარასკევი, 2011-07-15, 10:14 PM | Message # 10
ალალი ჯადოქარი
Group: მაგიის მინისტრი
Messages: 268
Reputation: 1
Status: ჯადოქარი გასულია
-30 amo dakleba damaviwyda

mapatiet momxmareblebo rom ar shemovdiodi !!!
 
potter_31Date: პარასკევი, 2011-07-15, 10:15 PM | Message # 11
ალალი ჯადოქარი
Group: მაგიის მინისტრი
Messages: 268
Reputation: 1
Status: ჯადოქარი გასულია
hermi-ana madlobt rom mitxarit 30 qula grifindors

mapatiet momxmareblebo rom ar shemovdiodi !!!
 
HarryJamesPotterDate: პარასკევი, 2011-07-15, 10:21 PM | Message # 12
ფორუმის მთავარი ადმინი
Group: ჰოგვორტსის დირექტორი
Messages: 307
Status: ჯადოქარი გასულია
გადაკოპირება სასტიკად აკრძალულია, ეს კვეთს თქვენს ცოდნის საზღვრებს :!!!!! >(

 
potter_31Date: პარასკევი, 2011-07-15, 11:00 PM | Message # 13
ალალი ჯადოქარი
Group: მაგიის მინისტრი
Messages: 268
Reputation: 1
Status: ჯადოქარი გასულია
martali xart bat0no direktoro angry

mapatiet momxmareblebo rom ar shemovdiodi !!!
 
potter_31Date: პარასკევი, 2011-07-15, 11:35 PM | Message # 14
ალალი ჯადოქარი
Group: მაგიის მინისტრი
Messages: 268
Reputation: 1
Status: ჯადოქარი გასულია
gadmokopirebas kidev rertxel shevamchnev da tqvens klubis xelmdzgvanels shevatyobineb

mapatiet momxmareblebo rom ar shemovdiodi !!!
 
potter_31Date: პარასკევი, 2011-07-15, 11:56 PM | Message # 15
ალალი ჯადოქარი
Group: მაგიის მინისტრი
Messages: 268
Reputation: 1
Status: ჯადოქარი გასულია


mapatiet momxmareblebo rom ar shemovdiodi !!!
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

Copyright MyCorp © 2025 | საიტს მართავს სისტემა uCoz